ამერიკის კინოაკადემიის „ოსკარის“ 2023 წლის ნომინაციაზე საქართველოდან წარსადგენი ფილმის შესარჩევ კონკურსში დავით ფირცხალავას ფილმმა „დიდი შესვენება“ გაიმარჯვა.
„დიდი შესვენება“ გადაღებულია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით და დავით ფირცხალავას სადებიუტო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია.
კომისიამ გამარჯვებული 15 სექტემბერს გამოავლინა. დავით ფირცხალავას ფილმმა 12-დან 8 ხმა მიიღო.
კომისიის შემადგენლობაში იყვნენ:
1. ოთარ ბუბაშვილი
2. მინდია ესაძე
3. ლევან თუთბერიძე
4. ვლადიმერ კაჭარავა
5. ედმონდ მინაშვილი
6. ირაკლი სამსონაძე
7. ანა ურუშაძე
8. ზაზა შათირიშვილი
9. ნიკუშა შენგელაია
10. ნინო ჩიმაკაძე
11. მაია ჭილაშვილი
12. მარიამ ხაჭვანი
კონკურსში 6 ქართული ფილმი მონაწილეობდა:
- „ატონალური გაბრწყინება” – რეჟისორი ალექსანდრე ქორიძე
2. „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში” – რეჟისორი ბესო სოლომანაშვილი
3. „დიდი შესვენება” – რეჟისორი დათა ფირცხალავა
4. „მოთვინიერება“ – რეჟისორი სალომე ჯაში
5. „ოთარის სიკვდილი“ – რეჟისორი იოსებ ბლიაძე
6. „ტყვია“ – რეჟისორი ხათუნა ვაშაძე
საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ამერიკის კინოაკადემიას კონკურსში გამარჯვებულ ქართულ ფილმს უახლოეს მომავალში წარუდგენს.