ეკონომიკა

არასაბანკო დაწესებულებები ძირითადად ლომბარდულ სესხებს გასცემენ – კრედიტები რიცხვებში

არასაბანკო დაწესებულებები ძირითადად ლომბარდულ სესხებს გასცემენ - კრედიტები რიცხვებში

2022 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით, სესხის გამცემმა სუბიექტებმა ჯამში 1,055 მლრდ ლარის ( 760,731 ერთეული) სესხის გასცეს. აქედან, 993, 864 მლნ ლარი ( 760, 250 ერთეული) ფიზიკურ, ხოლო, 61,147 მლნ ლარი (481 ერთეული) იურიდიულ პირებზე მოდის. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ კონსოლიდირებულ მონაცემებშია აღნიშნული.

ამასთან, სესხის გამცემი სუბიექტების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემულ სესხებს შორის, 35,7%, ანუ 271, 483 ერთეული სესხი (289,611 მლნ ლარი) ლომბარდული კრედიტი გაიცა, შემდეგი მოდის, სამომხმარებლო სესხი – 225,949 ერთეული (452,683 მლნ ლარი), ხოლო მესამე ადგილზეა – ონლაინ სესხი – 206,502 ერთეული (1120,505 მლნ ლარი).

რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემულ სესხებს, ამავე მონაცემების მიხედვით, წელს მეორე კვარტლის მდგომარეობით, ჯამში 1,487 მლრდ ლარის კრედიტი გაიცა. აქედან, ფიზიკურ პირებზე 1,458 მლნ ლარი ( 785 294 ერთეული, ხოლო იურიდიულ პირზე – 28,995 მლნ ლარი (1 196 ერთეული).

ამავე მონაცემების მიხედვით, მისო-ების მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული კრედიტებიდან, 74,8%, ანუ 587 632 სესხი (755,963 მლნ ლარი) ლომბარდულზე მოდის, 75 220 ერთეული (357, 203 მლნ ლარი) სამომხმარებლოზე, ხოლო 68 917 ერთეული (46, 009 მლნ ლარი) განვადებაზე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close