დღის ამბები

რატომ სწირავენ ღორებს ნეკრესის სალოცავს?- ლეგენდა ნეკრესის შესახებ

ქართველი ერი,ისევე როგორც სხვა ერის წარმომადგენლები, ქრისტიანობის დამკვიდრების შემდგომ ტაძრებში შესაწირად ყოველთვის იყენებდნენ ძროხას, ფრინველს და ცხვარს. ეს უფლისადმი ერთგვარი მადლიერების გამოხატვის ფორმა გახლდათ და გახლავთ დღესაც. აღსანიშნავია,ის გარემოება,რომ საქართველოში არსებულ ნებისმიერ ქრისტიანულ ტაძრებში, მრევლს არასდროს მიჰყავდა და მიჰყავს ღორი(ტახი),თუმცა ჩვენს ქვეყანაში ,სხვა დიდეულ ტაძრებთან, ქალაქებთან და მონასტრებთან ერთად არსებობს გამონაკლისი, ლეგენდად ქცეული,

ქართული ნაქალაქარი-,,ნეკრესის სამონასტრო კომპლექსის” ჩათვლით.(აგებული მე-VI საუკუნეში, კახეთში), სადაც დღემდე მიმდინარეობს მრევლის მიერ ღორის შეწირვა. აღნიშნულ ფაქტს კი უმთავრესად ერთ-ერთი ხალხური გადმოცემა უდევს საფუძვლად.

,,მაჰმადიან თათრებს ერთი სასტიკი და პირსისხლიანი მეფე ჰყოლიათ,სახელად – შაურბაზი. მან მრავალი ქვეყანა დაიპყრო და როდესაც ჯერი საქართველოს ულამაზეს კუთხეზე – კახეთზე მიდგა, შემდრკალი მშვიდობიანი მოსახლეობა მთაში გაიხიზნა და იქიდან ებრძოდა დამპყრობელს. ცნობილია ისიც, რომ ახლომახლო სოფლის მაცხოვრებლები , ნეკრესის სამლოცველოს აფარედბა თავს. დამპყრობელმა მონასტერს ალყა შემოარტყა. საშველი რომ არსაიდან ჩანდა, სწორედ ამ დროს მტრისგან გარემოცულმა ქართველებმა, საკმაოდ ორიგინალურ და საინტერესო ხერხს მიმართეს: თათრებს,როგორც ნებისმიერ მუსულმანს, ღორი დასანახადაც კი ეზიზღებოდათ, შესაბამისად ეშინოდათ კიდეც მისი. მანამდე კი, კახელმა გონიერმა გლეხებმა, ნეკრესში თავისი სარჩო-საბადებელი გახიზნეს, მათ შორის ღორებიც. ამიტომაც ტაძრის ეზოში ბევრი ტახი იყო დამწყვდეული.ქართველებმე ღორები აშიმშილეს და თათრებს ერთბაშად შეუსიეს. ამის შემხედვარე მტერმა ნეკრესს ალყა მოხსნა და მის მიმდებარედაც არ გამოჩენილან. მას შემდეგ ნეკრესში ,,ღორის შეწირვა” ჩვეულებად იქცა და დღემდე გრძელდება.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close