შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეადმისიის ფარგლებში უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უკან დაბრუნების 2022 წლის მე-2 კვარტალის სტატისტიკა გამოაქვეყნა. როგორც ოფიციალური მონაცემებიდან ირკვევა, საანგარიშო პერიოდში ჯამში საქართველოს 692 მოქალაქის რეადმისია განხორციელდა.
კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2022 წლის მე-2 კვარტალში საქართველომ სულ 692 რეადმისიის განაცხადი მიიღო. აქედან 686 განაცხადი – დააკმაყოფილა, ხოლო 6-ზე – უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო.
რეადმისიის ფარგლებში უნებართვოდ მცხოვრები საქართველოს ყველაზე მეტი – 328 მოქალაქე გერმანიიდან დააბრუნეს, საფრანგეთიდან -143; ბელგიიდან – 35; საბერძნეთიდან, ჰოლანდიიდან, პოლონეთიდან – 24. ხოლო შვეიცარიიდან და დანიიდან -22. სხვა ქვეყნებიდან კი მათი რაოდენობა კიდევ უფრო მცირეა.
სხვა ქვეყნების სტატისტიკა ასეთია:
ესპანეთი – 11;
შვედეთი – 14;
ავსტრია – 10;
იტალია – 14;
პორტუგალია – 4;
ფინეთი – 2;
კვიპროსი – 5;
ჩეხეთი – 3;
ნორვეგია – 1.
ცნობისთვის, საქართველოს რეადმისიის შეთანხმებები გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, დანიასთან, ნორვეგიასთან, მოლდოვასთან და ა.შ.