დღის ამბები

თავდასხმა ენმ-ს წევრ შოთა მარტინენკოზე

ქვეყნის მაშტაბით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქტიური წევრების დევნა მიმდინარეობს . „ქართული ოცნება“ ძალას არ იშურებს ენმ ს გასანადგურებლად, რათა ქვეყანაში აღარ ისმოდეს ოპოზიციური აზრი.

მორიგი თავდასხმის მსხვერპლი გახდა ახალციხის ენმს აქტიური წევრი შოთა მარტინენკო, რომელსაც 4 დღის წინ თავს დაესხა ქართული ოცნების ხალხი. იმ დღეს შოთა თავის მეუღლესთან ნინო ბაგაურთან ერთად თბილისიდან ბრუნდებოდა ახალციხეში. იგი მონაწილეობას იღებდა ივნისის საპროტესტო აქციებში თავრობის სახლის წინ. შოთამ  ორგანიზება გაუწია ახალციხის ახალგაზრდების მობილიზებას და ტრასპორტირებას თბილისში აქციაზე მონაწილეობის მისაღებად. ხოლო 11 ივნისს საღამოზე სახლში მიმავალს, მის მანქანას წინ გადაუდგა თავდამსხმელების მანქანა, გზა გადაუკეტეს. იგი სასტიკად იქნა ნაცემი მისი მეუღლის თვალწინ , რომელსაც ასევე მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა,  შემდეგ ხელები შეუკრეს და მანქანაში შეაგდეს რომ გონებადაკარგულ ქმარს ვერ დახმარებოდა.

ახალციხეში ენმს წევრების დევნა ხორციელდება  „ქართული ოცნების“ დეპუტატის გიორგი კოპაძის და მისი მარჯვენა ხელის -გამგებლის ზაზა მელიქიძის ხელმძღვანელობით. აქვე უნდა აღინიშნოს რომ გიორგი კოპაძე, რომელიც  1960 წლის 29 თებერვალს ახალციხეში დაიბადა, 1991 წლიდან 2002 წლამდე შევარდნაძის მთავრობაში  მოღვაწეობდა. ხოლო „ნაციონალების“ მოსვლის დღიდან 2012 წლამდე უმუშევარი იყო. 2014 წელს იგი არჩეული იქნა ახალციხის მერად. ხოლო 2015 წლის აგვისტოში მან თავი საზოგადოებას მუსლიმების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციებითა და ხმაურინი განცხადებებით დაამახსოვრა. იგი შუღლს აღვივებდა მოსახლეობაში მუსლიმი ეთნოსების მიმართ. მისი განცხადებით საქართველოს განთავისუფლება ეთნიკური მოსახლეობისგან ეს მისი მოქალაქეობრივი მოვალეობაა.

მე არ დავიხევ უკან და კვლავ გავაგრძელებ პოლიტიკურ ბრძოლას პარტია „ქართული ოცნების“  წინააღმდეგ, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ქართველი კაცის ოცნებასთან. ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმი უნდა დამთავრდეს ქვეყანაში. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და მე დარწმუნებული ვარ რომ წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებს ჩვენი პარტია აუცილებლად მოიგებს. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის , რომ ახალციხეში ხმათა უმრავლესობა ენმ ს კანდიდატმა მიიღოს-განუცხადა  შოთამ ჟურნალისტს,  რომელიც შეხვდა  შოთას მის საცხოვრებელ სახლში.

 

 


ავტორი მაკა მოსიაშვილი /mmosiashvilimaka@gmail.com


მეტი

მსგავსი სიახლეები

Close