საქართველოში ბოლო 7 დღის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 12 787 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
covid-ინფიცირების განახლებული სტატისტიკის მიხედვით, 28 აგვისტოდან 2 სექტემბრის განმავლობაში Covid-19-ით კიდევ 8 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 14 257 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა.
ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ვირუსის გამოვლენის მიზნით 73 436 ტესტი ჩატარდა და დადებითობის 7 დღიური მაჩვენებელი 17.41%-ია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა კვლავ თბილისში გამოვლინდა. რეგიონების მიხედვით კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა შემდეგნაირად ნაწილდება: თბილისი – 6 799; იმერეთი – 1 298; კახეთი – 919; ქვემო ქართლი – 839; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 793; შიდა ქართლი – 657; აჭარა – 533; გურია – 453; მცხეთა – მთიანეთი – 249; სამცხე -ჯავახეთი – 141; რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი – 106.