ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ ჰააგაში საელჩოების ტრადიციული ფესტივალი „მრავალჟამიერით“ გაიხსნა. საკონცერტო პროგრამის გარდა, საქართველოს პავილიონში ნიდერლანდების სამეფოში მცხოვრები ახალგაზრდა ქართველი ხელოვანების ნამუშევრები გამოფინეს.
„საელჩოების ფესტივალს აქვს ორი კომპონენტი. ერთია, საერთაშორისო გამოფენა-გაყიდვა. მეორე კი, მუსიკა. ძალიან გვიხარია, რომ საფესტივალო პროგრამა გაიხსნა „მრავალჟამიერით“. სასიხარულოა, რომ უამრავი ადამიანი მოდის ჩვენს პავილიონთან და ეცნობა ჩვენს კულტურას, აგემოვნებს ქართულ კერძებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისთვის“, – განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში, დავით სოლომონიამ.
ფესტივალი ტრადიციულია და ყოველ წელს, სექტემბრის დასაწყისში იმართება.