ეკონომიკა

307.2 მლნ ლარი ერთ წელში – რა უჯდება სახელმწიფო უწყებებს შტატგარეშე თანამშრომლების შენახვა

307.2 მლნ ლარი ერთ წელში - რა უჯდება სახელმწიფო უწყებებს შტატგარეშე თანამშრომლების შენახვა

აუდიტის სამსახურის ბიუჯეტის მონიტორის მიხედვით, სახელმწიფო უწყებებმა 2021 წელს შტატგარეშე თანამშრომელთა ხელფასებზე 307.2 მლნ ლარი დახარჯეს. მათ შორის, ყველაზე მეტი თანხა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის, ასევე თავდაცვის სამინისტროებზე მოდის.

უფრო დეტალურად, აუდიტის მონიტორზე დაყრდნობით, გთავაზობთ ინფორმაციას, თუ რომელმა უწყებამ რამდენი დახარჯა შტატგარეშეთა შრომის ანაზრაურებაზე 2021 წელს:

პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები – 8,8 მლნ ლარი

პრეზიდენტის ადმინისტრაცია – 987 815 ლარი

მთავრობის ადმინისტრაცია – 3,5 მლნ ლარი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი – 259 008 ლარი

ფინანსთა სამინისტრო – 4 მლნ ლარი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – 4,4 მლნ ლარი

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – 1,9 მლნ ლარი

იუსტიციის სამინისტრო – 11,1 მლნ ლარი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო – 86,1 მლნ ლარი

საგარეო საქმეთა სამინისტრო – 2,1 მლნ ლარი

თავდაცვის სამინისტრო – 31,2 მლნ ლარი

შინაგან საქმეთა სამინისტრო – 19,7 მლნ ლარი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო – 18,6 მლნ ლარი

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – 79 მლნ ლარი

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close