დღის ამბები

რომელი პროდუქტების მიღებისაგან უნდა შევიკავოთ თავი 30 წლის შემდეგ

რომელი პროდუქტების მიღებისაგან უნდა შევიკავოთ თავი 30 წლის შემდეგ

30 წლის შემდეგ, ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად, უარი უნდა ვთქვათ ფასტფუდზე, ტრანსცხიმებსა და ენერგეტიკულ სასმელებზე.

არსებობს პროდუქტების ჯგუფი, რომლებიც ადამიანის ახალგაზრდულ იერს ემუქრება. პირველ რიგში ეს ეხება სამრეწველო წარმოების ტრანსცხიმებს.

ტრანსცხიმები იწვევს ქრონიკულ ანთებას, შეიცავს დაბალი სიმკვრივის „ცუდ“ ქოლესტერინს. მისი უსაფრთხო დოზა არ არსებობს: ნებისმიერი მოხმარებისას იზრდება ინფარქტისა და ინსულტის, სიმსივნური დაავადებების განვითარების რისკი. ტრანსცხიმებს შეიცავს ფასტფუდი, ნამცხვრები, ტკბილეული, კულინარიის პროდუქტები. ყურადღებით უნდა შევისწავლოთ პროდუქტების შემდგენლობა და არ შევიძინოთ ის, რომელშიდაც არის “ნაწილობრივ ჰიდროგენიზირებული ცხიმები“, „მცენარეული ცხიმები“

სპეციალისტები გვირჩევენ საერთოდ უარი ვთქვათ ტკბილ, გაზიან სასმელებსა და ენერგეტიკებზე. შაქარი პროვოცირებს კარიესის განვითარებას და ზრდის სიმსუქნისა და მასთან დაკავშირებული დაავადებების – ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტისა და ინსულტის განვითარების რისკს.

30 წლის შემდეგ უნდა შევზღუდოდთ ჩიფსებისა და სნეკების მიღება, რადგანაც ისინი შეიცავენ დიდი რაოდენობით მარილს.

აუცილებელია გონვირულად მივუდგეთ ალკოჰოლის მოხმარებას. უნდა გავითვალისწინოთ რომ ალკოჰოლი კანზე ძალიან ცუდად მოქმედებს.

30 წლის შემდეგ უნდა მოვერიდოთ ხორცის ნახევარფაბრიკატებს: ძეხვები, სოსისები და შებოლილი პროდუქტები მაგიდაზე მოხვედრამდე გადის მარილით, კონსერვანტებით, გემოს გამაძლიერებელებით ხანგრძლივ დამუშავებას. ეს კომპონენტები პროვოცირებენ ორგანიზმში ქრონიკულ ანთებას, რაცზრდის დაავადებების განვიათების რისკს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close