ეკონომიკა

მობილური ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 13%-ით გაიზარდა და 3.9 მლნ შეადგინა

მობილური ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 13%-ით გაიზარდა და 3.9 მლნ შეადგინა

2022 წლის II კვარტლის მონაცემებით, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით საქართველოში მობილური ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 13%-ით გაიზარდა და 3.9 მილიონი [3,930,811] შეადგინა. კომუნიკაციების კომისიის ანალიტიკური პორტალის მიხედვით, გასული წლის II კვარტალში მობილური ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა ჯამურად 3,466,244 შეადგენდა.

აბონენტების გადანაწილება კომპანიების მიხედვით:

მაგთიკომი – 1,418,067
სილქნეტი – 1,401,910
ბილაინი  – 1,110,834

კომისიის ინფორმაციით, ივნისის მდგომარეობით მობილურ ინტერნეტს ჯამში 3 397 463 აბონენტი სარგებლობს [იგულისმება როგორც ფიზიკრი ასევე იურიდიული პირები]. ივნისის მდგომარეობით კომპანიებს შორის სილქნეტი ლიდერობს, რომლის აბონენტების რაოდენობა 1,222,787 შეადგენს, შედეგ მოდის მაგთიკომი 1,168,603; მესამე ადგილზე “ვიონი საქართველოა” [ბრენდული სახელი ბილაინი], რომელსაც 1,006,073 აბონენტი ჰყავს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close