საზოგადოება

მაღალ ტემპერატურასთან ერთად, საქართველოში ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ ფაქტორებს შექმნის – როგორ უნდა მოიქცეთ შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად

მაღალ ტემპერატურასთან ერთად, საქართველოში ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ ფაქტორებს შექმნის - როგორ უნდა მოიქცეთ შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად

მომდევნო დღეების განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით, მომატებული ტემპერატურა შენარჩუნდება. სინოპტიკოსები უახლოეს დღეებში ძლიერ ქარს ელოდებიან, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ ფაქტორებს შექმნის.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად, საზოგადოებას მოუწოდებს, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინოს, არ დაანთოს ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვონ ცეცხლის კერები უყურადღებოდ.

საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ. დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში, მოქალაქემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ს.

რაც შეეხება ამინდს, აღმოსავლეთ საქართველოში უახლოეს დღეებში უმეტესად უნალექო ამინდი და აღმოსავლეთის ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი. ქარის სიჩქარე 20-25 მ/წმ-ს მიაღწევს. მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელია დასავლეთ საქართველოში. 22-23 აგვისტოს +39 გრადუსამდე დაცხება, 24 აგვისტოს კი ჰაერის ტემპერატურა +40 გრადუსსაც მიაღწევს. ამასთან, მოსალოდნელია აღმოსავლეთის ძლიერი ქარი, რომელიც 22-23 აგვისტოს 20-25მ/წმ სიჩქარით იქროლებს, ხოლო 24 აგვისტოს შესაძლებელია 28მ/წმ-მდეც კი გაძლიერდეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close