Netflix-მა ტიმ ბერტონის სერიალის „ვენსდეი“ პირველი ფოტოები გამოაქვეყნა. სურათები Vanity Fair-ში გამოქვეყნდა.
გამოცემის ინფორმაციით, ცნობილი ოჯახის წევრების როლებს მოირგებენ: კეთრინ ზეტა-ჯონსი, ლუის გუზმანი, ჯენა ორტეგა და აისაკ ორდონეზი. სერიალი 8 ეპიზოდისგან შედგება და ეკრანებზე წლის ბოლომდე გამოვა, თუმცა პრემიერის ზუსტი თარიღი ამ ეტაპზე უცნობია.
ადამსების ოჯახი 1938 წელს ამერიკელმა მხატვარმა, ჩარლზ ადამსმა ჟურნალ The New Yorker-ის შავი იუმორის ჟანრის კომიქსებისთვის შექმნა. პერსონაჟებმა გვარი მათი შემქმნელის პატივსაცემად მიიღეს და მალევე მოიპოვეს პოპულარობა და 3 მხატვრული ფილმის, რამდენიმე ტელე და მულტსერიალის, მიუზიკლისა და ვიდეოთამაშების გმირები გახდნენ.