დღის ამბები

სახალხო დამცველი თელავში სამოქალაქო სექტორს შეხვდა

კახეთის რეგიონში არსებული გამოწვევები, სისტემური პრობლემები და სხვადასხვა უფლებადარღვევების შემთხვევები განიხილეს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე,

რომელსაც სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრა მიზნად ისახავდა მედიასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, მოსაზრებებისა და ინფორმაციის გაცვლას იმ საკითხებზე, რომლის გადასაჭრელად სახალხო დამცველის აპარატის ჩართულობა მნიშვნელოვანია და უფლებადამცველი ორგანიზაციის მანდატითაა განსაზღვრული.
შეხვედრაში მონაწილეობდა სახალხო დცველის მოადგილე ეკატერინე სხილაძე და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანი თამაზაშვილი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close