დღის ამბები

რომელი საშიში ინფექციები გადაეცემა ხილის საშუალებით

რომელი საშიში ინფექციები გადაეცემა ხილის საშუალებით

ხილის საშუალებით ადამიანი შეიძლება ნაწლავის ჩხირით დასნებოვნდეს.

ხილისა და ბოსტნეულის მწიფობის პეიოდში იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები და მათ გამო კლინიკებში მიმართვიანობა.

ნაყოფთან ერთად ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს ზოგიერთი ინფექცია, მაგალითად სალმონელა, დიზენტერია და ენტეროპათოგენური ნაწლავის ჩხირი. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ცუდად გარეცხილი ხილი.

ამას გარდა, ორგანიზმში ინფექცია შეიძლება მოხვდეს თუ არ დავიცავთ პირადი ჰიგიენის წესებს და ხილსა და ბოსტნეულს ჭუჭყიანი ხელებით მივირთმევთ.

ჭამის წინ ხელები საპნით უნდა დავიბანოთ. ხილი გულდასმით უნდა გავრეცხოთ, რათა მისი ზედაპირიდან მოვაშოროთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მაპროვოცირებელი ბაქტერიები და შევინარჩუნოთ ჯანმრთელობა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close