დღის ამბები

„ჯეიმს ვებმა“ ყველაზე შორეული ვარსკვლავის – „ეარენდილის“ ფოტო გადაიღო

„ჯეიმს ვებმა“ ყველაზე შორეული ვარსკვლავის - „ეარენდილის“ ფოტო გადაიღო

NASA-მ ტელესკოპ „ჯეიმს ვების“ მიერ გადაღებული მორიგი ფოტო გამოაქვეყნა. ამის შესახებ NewScientist-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ახალ ფოტოზე ობიექტი „ეარენდილია“ (WHL0137-LS) აღბეჭდილი, რომელსაც ყველაზე შორეულ იზოლირებულ ვარსკვლავად მიჩნევენ. ვარსკვლავიდან ტელესკოპამდე სინათლე 13 მილიონი წლის განმავლობაში მოდიოდა. შესაბამისად, ფოტოზე „ეარენდილი“ ისეთია, როგორც სამყაროს ფორმირებიდან 900 მილიონი წლის შემდეგ იყო. დეკემბერში სპეციალისტები „ჯეიმს ვებისგან“ ახალ მონაცემებს მიიღებენ, რომლებიც ობიექტის შემადგენლობას გაამხელს.

„ეარენდილს“ სახელი ჯონ ტოლკინის წიგნის „სილმარილიონის“ პერსონაჟის პატივსაცემად დაარქვეს. ობიექტი 2022 წლის მარტში ტელესკოპმა „ჰაბლმა“ აღმოაჩინა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close