დღის ამბები

ავარიის შედეგად ორი მგზავრი და მძღოლი დაშავდა- ავარია გურჯაანში

ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალსში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

MAK.GE-ის  შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


ავტორი მარიამ მეგრელიშვილი


მეტი

მსგავსი სიახლეები

Close