Home დღის ამბები 1 790-დოლარიანი ნაგვის ტომარა – დემნა გვასალიას მორიგი პროვოკაცია

1 790-დოლარიანი ნაგვის ტომარა – დემნა გვასალიას მორიგი პროვოკაცია

ბრენდმა Balenciaga-მ და მისმა კრეატიულმა დირექტორმა, დემნა გვასალიამ საზოგადოებას მორიგი პროვოკაციული სიახლე – „ნაგვის ტომარა“ წარუდგინა, რომელიც 1 790 დოლარი ღირს.

სიახლე რამდენიმე ფერში – თეთრში, ყვითელში, წითელში, ლურჯსა და შავშია წარმოდგენილი.

„ვერ გავუშვებდი ხელიდან შესაძლებლობას, მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ნაგვის ტომარა რომ არ შემექმნა“, – განაცხადა გვასალიამ.

საზოგადოება ამ სიახლეს არაერთგვაროვნად შეხვდა და ნაწილმა ის ხუმრობად მიიჩნია, თუმცა თავად დემნამ განაცხადა, რომ მისი ახალი კოლექცია ხუმრობა არ არის და მოუწოდებს საზოგადოებას, სრული სერიოზულობით აღიქვან.