მსოფლიო

Honda და Sony Tesla-სთვის კონკურენციის გაწევას გეგმავენ

Honda და Sony Tesla-სთვის კონკურენციის გაწევას გეგმავენ

იაპონური საავტომობილო კონცერნი Honda იაპონურ ელექტრონიკის მწარმოებელ კომპანია Sony Group-თან ერთად გეგმავს ელექტრომობილების ბაზარზე ღირსეული კონკურენცია გაუწიოს ამერიკულ ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანიას Tesla-ს. ამის შესახებ გამოცემა Nikkei-სთან ინტერვიუში ავტოკონცერნის პრეზიდენტმა ტოსიჰირო მიბემ განაცხადა.

„ჩვენ არ ვაპირებთ გასწრობანას თამაშს ამერიკელებთან, ამის ნაცვლად ჩვენს პროდუქციას შევძენთ ორიგინალურ ღირებულებას. მიუხედავად ამისა, მაინც ვგეგმავთ ღირსეული კონკურენციის გაწევას Tesla-სთვის“, – უპასუხა მიბემ ჟურნალისტის კითხვაზე, მზად არიან თუ არა Honda და Sony ამერიკულ კომპანიაზე გამარჯვებისთვის ელექტრომობილების ბაზარზე.

როგორც ცნობილია Honda და Sony აპირებენ 2022 წლის განმავლობაში შექმნან ვენჩურული კომპანია, რომელიც დაკავდება ელექტრომობილების წარმოებით. მოსალოდნელია, რომ მასობრივი გაყიდვები დაიწყება 2025 წლიდან. პირველ ეტაპზე კი წარმოება მოხდება Honda-ს ქარხნების სიმძლავრეებზე.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close