დღის ამბები

,, სამოქალაქო მოძრაობა” სიღნაღის მერიაში შესაძლო კორუფიულ ნიშნებს ხედავს

,,სამოქალაქო მოძრაობის“ წარმომადგენლებმა თელავის ოფისში ბრიფინგი გამართეს და სახელმწიფო აუდიტის მიერ 7 თებერვალს გამოქვეყნებული დასკვნის საფუძველზე პროკურატურისგან შესაბამისი რეაგირება მოითხოვეს.

საქმე ეხება,  სიღნაღის მუნიციპალიტეტის მიერ 2017-1018 წლების ხარჯვითი ნაწილის ანგარიშს, რაც ჯამში 20 მილიონ ლარს შეადგენს.

სახელმწიფო აუდიტის 52- გვერდიანი დასკვნის მიხედვით, 11 რეკომენდაცია იკვეთება, რაც წყალმომარაგებას, ელექტრონული ტენდერების გამჭვირვალობას, სოფელ ბოდბის საბავშვო ბაღის მშენებლობასა და სხვა საკითხებს ეხება.

ბრიფინგზე ითქვა, რომ , დასკვნა კორუფციის ნიშნებს შეიცავს, ამიტომ სამოქალაქო მოძრაობა სესაბამის უწყებებს სწრაფი სამართლებრივი რეაგირების მოხდენისკენ მოუწოდებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close