დღის ამბები

ესპანეთში ნებისმიერი აღნაგობის ქალებისთვის „ბოდიპოზიტივის“ კამპანია დაიწყო

ესპანეთში ნებისმიერი აღნაგობის ქალებისთვის „ბოდიპოზიტივის“ კამპანია დაიწყო

ესპანეთის თანასწორობის სამინისტრომ „ბოდიპოზიტივზე,“ ანუ სხეულის პოზიტიურობის შესახებ საზაფხულო საინფორმაციო კამპანია წამოიწყო. სამინისტრო ნებისმიერი აღნაგობის ქალს მოუწოდებს, პლიაჟებზე დასვენებით ყოველგვარი მორიდების გარეშე დატკბეს, „სად, როგორ და ვისთან ერთადაც გაუხარდებათ.“ ინიციატივის შესახებ განცხადება უწყების ოფიციალურ Twitter-ის გვერდზე გავრცელდა.

„დღეს ჩვენ ყველასთვის ზაფხულის სადღეგრძელოს ვამბობთ! სტერეოტიპების გარეშე და ჩვენს სხეულზე ესთეტიკური ძალადობის გარეშე!“ – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც თან ერთვის ზღვის სანაპიროზე მყოფი სხვადასხვა აღნაგობის, კანის ფერისა და ასაკის ქალების ილუსტრაცია. მასზე საზაფხულო არდადეგების ან საცურაო კოსტუმების რეკლამებისთვის დამახასიათებელი პერსონაჟი ქალები არის ასახული.

„პლაჟის სხეული – ნებისმიერი სხეული! ზაფხული ყველასთვის!“ – ამ სლოგანით კამპანია ქალებს მიმართავს, რომ „აქვთ უფლება, ისარგებლონ ცხოვრებით ისე, როგორებიც არიან, ყოველგვარი დანაშაულისა და სირცხვილის გარეშე.“

კამპანია 1994 წელს დაარსებულ ესპანეთის ქალთა ინსტიტუტთან თანამშრომლობით შეიქმნა. ინსტიტუტი მედიაში გენდერული სტერეოტიპების საკითხებზე მუშაობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ანტონია მორილასი პრესრელიზში წერს, რომ ერთი ქალის იდეალურ სხეულზე საზოგადოების მოლოდინი უარყოფითად აისახება ყველა ქალის თვითშეფასებაზე და ართმევს მათ უფლებას, იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close