დღის ამბები

ელექტრონული სიგარეტები ორგანიზმისთვის ისეთივე მავნებელია როგორც ჩვეულებრივი, თამბაქოს სიგარეტები

ელექტრონული სიგარეტები ორგანიზმისთვის ისეთივე მავნებელია როგორც ჩვეულებრივი, თამბაქოს სიგარეტები

ელექტრონული სიგარეტების მავნებლობის შესახებ ბევრი ინფორმაცია ვრცელდება,

მიუხედავად იმისა, რომ სითხეებისმწარმოებლები პროდუქტის სრულ უსაფრთხოებას ამტკიცებენ.

ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ ელექტრონული სიგარეტების მოწევა-მოხმარება ღვიძლის გაცხიმოვნებას უწყობს ხელს. ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია ბევრ პრობლემას უქმნის როგორც საკუთრივ ორგანოს, ასევე მთელ ორგანიზმს.

ელექტრონული სიგარეტებისათვის განკუთვნილ სითხეებში ბევრი მავნე კომპონენტია, რომელიც ღვიძლსა და სხვა ორგანოებში პათოლოგიურ ცვლილებებს იწვევს. საკვლევ ვირთაგვებს 12 კვირის განმავლობაში აკვირდებოდნენ. საცდელი ჯგუფის ცხოველთა ორგანიზმში შეჰყავდათ ელექტრონული სიგარეტებისათვის განკუთვნილი ერთ-ერთი სითხე. ვირთაგვების ორგანოებში მიმდინარე ცვლილებებს საფუძვლიანად შეისწავლიდნენ და ადარებდნენ საკონტროლო ჯგუფის ცხოველთა ორგანიზმის შესაბამის პარამეტრებს.

როგორც დაკვირვებამ გამოავლინა, საცდელი ცხოველების ორგანიზმში 400-ზე მეტ გენში აღმოჩნდა ცვლილება. თანაც პათოლოგიები განიცადეს ცირკადულმა რიტმებმაც. ორივე ფაქტორი იწვევს ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების განვითარებას.

ეს შედეგები ცალსახად ადასტურებს იმას, რომ ჯანმრთელობისათვის მავნებელია როგორც თამბაქოს, ასევე ელექტრონული სიგარეტები!

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close