ეკონომიკა

მისო-ების პორტფელის 75% ლომბარდულ სესხებზე მოდის – დარგები, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი გაიცა

მისო-ების პორტფელის 75% ლომბარდულ სესხებზე მოდის - დარგები, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი გაიცა

მისო-ების პორტფელის 75% ლომბარდულ სესხებზე მოდის. კერძოდ, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების კონსოლიდირებული მონაცემების თანახმად, 2022 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით, მისო-ებმა 786 490 ერთეული (1 487 765 769 ლარის) სესხი გასცეს. აქედან 1.458 მლრდ ლარი ფიზიკურ, ხოლო – 28.995 მლნ ლარი იურიდიულ პირებზე გაიცა.

რაც შეეხება დარგებს, სადაც 2022 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით, ყველაზე მეტი სესხი გაიცა, ასე გამოიყურება:

ლომბარდი – 587 637 სესხი – 755 963 407 ლარი

სამომხმარებლო სესხი – 75 220 სესხი – 357 203 026 ლარი

განვადება – 68 917 სესხი – 46 009 048 ლარი

ვაჭრობა და მომსახურება – 32 059 სესხი – 188 284 895 ლარი

სოფლის მეურნეობა – 20 882 სესხი – 103 934 060 ლარი

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close