დღის ამბები

პანკისში მომხდარ მკლელობაში ბრალდებულების პროცესი გაიმართა

თელავის რაიონულ სასამართლში პანკისში მომხდარ მკლელობაში ბრალდებულების : არბი ქავთარაშვილისა და რუსლან ხანგოშვილის პროცესი საქმის არსებითი განხილვით განახლდა. პროცესზე მხარეები შესავალი სიტყვით წარსდგნენ. სხდომაზე დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა, რომელიც ორი მიტკიცებულების უდაოდ ცნობას ეხებოდა. ესენია: რუსლან ხანგოშვილის საქმეში ნერწყვის ნიმუშისა და ხელის კვალის ნიმუშის ოქმი. ადვოკატის ეს მოთხოვნა მოსამარლემ დააკმაყოფილა.

მომდევნო სასამართლო სხდომა 13 თებერვალს , 15:00 საათზე ჩაინიშნა. პროცესი მტკიცებულებების გამოკვლევით დაიწყება.

 

გვარებს შორის დაპირისპირება პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანთ 2019 წლის 27 ნოემბერს მოხდა. ორმხრივი სროლის დროს 37 წლის ვისო მუთოშვილი ადგილზე გარდაიცვალა, ორი მამაკაცი კი მძიმედ დაიჭრა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close