დღის ამბები

გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღანელი თანამდებობას ტოვებს

გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღანელი სამსახურიდან მიდის. სალომე ბოგვერაძე ამჟამად შვებულებაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც თანამდებობას დატოვებს.

გავრცელებული ინფორმარციით, მისი სამსახურიდან წასვლის მიზეზი თანამშრომლებთან კონფლიქტი სახელდება, რის გამოც წასვლის შესახებ გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ თავად მიიღო. სატელეფონო საუბარაში სალომე ბოგვერაძე ინფორმაციას არც ადასტურებს და არც უარყოფს. მხოლოდ იმას ამბობს, რომ შვეულებაში იმყოფება და ამ საკითხზე განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

ბოგვერაძე გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანებას 2018 წლიდან ხელმძღვანელობდა. ვინ იქნება ბოგვერაძეს შემცვლელი ჯერჯერობით უცნობია.

ფოტო: ნათია ბოგვერაძე

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close