დღის ამბები

ამ წუთებში, თელავის ისტორიული მუზეუმი, საერთაშორისო ინიციატივას ,,წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლი დღეს” მოწოდებით: ,,წაიკითხეთ წიგნებიო ,უკეთესად იქნები” უერთდება

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით მუზეუმში, სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები აქციას უერთდებიან და სხვადასხვა წიგნებიდან ამონარიდებს საჯაროდ კითხულობენ.

ღონისძიება თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა, გურმა ურჩუხიშვილმა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას წიგნის სიყვარულისკენ მოუწოდა.
,,ვინაიდან, 2020 წელი არის მეფე ერეკლე II – ის დაბადებიდან 300 წლის საიუბილეო თარიღი, გადავწყვიტეთ, რომ თემად აგვეღო – ,,ერეკლე მეფე”.გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ ყველა თაობის წარმომადგენლებს, რომ წიგნი იყოს ჩვენი ცხოვრების მეგზური.ჯერ კიდევ ძვ.წ. აღრიცხვით, 5000-წლის წინანდელ წარმართულ ტაძარზედ ეგვიპტეში, ამოიკითხეს წარწერა ,,გიყვარდეს წიგნი, მშობელზე მეტად”,რაც მიგვანიშნებს ,წიგნისადმი დასაბამიდან კაცობრიობის სიყვარულზე.”-აღნიშნა ურჩუხივილმა სიტყვით გამოსვლისას.

მკითხვლს შეხვდა და ლიტერაქტურაზე ისაუბრა ლაშა ბუღაძემაც.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა 31 მილიონამდე აღწევს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close