Home დღის ამბები საზოგადოება გარდაცვალების ხუთი და ინფიცირების 10 253 შემთხვევა – covid-სტატისტიკა განახლდა

გარდაცვალების ხუთი და ინფიცირების 10 253 შემთხვევა – covid-სტატისტიკა განახლდა

საქართველოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში კორონავირუსის ახალი, ინფიცირების მაჩვენებელმა ათი ათასს გადაჭარბა და დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ 10 253 შეადგინა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 18-24 ივლისის პერიოდში ვირუსით ინფიცირებული 5 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა – 7 508 პირი.

აღსანიშნია, რომ ბოლო შვიდ დღეში ქვეყნის მასშტაბით ვირუსის გამოვლენის მიზნით ჯამში 74 245 ტესტი ჩატარდა. შედეგად ვირუსის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი 13.81%-მდე გაიზარდა.

კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრი კვლავ დედაქალაქია, ინფიცირებულთა რაოდენობა რეგიონების მიხედვით კი ასე ნაწილდება: თბილისი – 5 904; აჭარა – 1 317; იმერეთი – 1 001; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 494; ქვემო ქართლი – 349; კახეთი – 344; გურია – 275; შიდა ქართლი – 271; მცხეთა – მთიანეთი – 145; სამცხე-ჯავახეთი – 97; რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი – 56.