ეკონომიკა

ბანკების აქტივები 1.58 მლრდ ლარით გაიზარდა

ბანკების აქტივები 1.58 მლრდ ლარით გაიზარდა

2022 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.58 მლრდ ლარით, ანუ 2.5 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.69 პროცენტით გაიზარდა) და 2022 წლის ივნისის ბოლოს 64.2 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ავრცელებს.

მათივე ცნობით, საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 8.3 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.9 პროცენტია.

ამასთან, სებ-ის ცნობით, 2022 წლის ივნისის ბოლოს მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 14 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close