ეკონომიკა

მაისში ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონება გაიზარდა

მაისში ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონება გაიზარდა

2022 წლის მაისის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებულმა ქონებამ 314.6 მლნ ლარი შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ეროვნული ბანკის “საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია” ნათქვამი.

მიმოხილვის თანახმად, წლიურად ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების ღირებულება 69,6 მლნ ლარით გაიზარდა. კერძოდ, 2021 წლის მაისში ეს მაჩვენებელი 245 მლნ ლარი იყო.

ამასთან, სებ-ის 2022 წლის მაისის მონაცემებით, ჩამოწერილი სესხების მოცულობამ 51.1 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2021 წლის ამავე პერიოდში 28.5 მლნ ლარის ოდენობის სესხის ჩამოწერა მოხდა.

გარდა ამისა, საფინანსო სექტორის მიმოხილვის თანახმად, მაისში 7.3 მლნ ლარის მოცულობის ჩამოწერილი სესხის ამოღება მოხდა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მონაცემი 6 მლნ ლარი იყო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close