დღის ამბები

ზრდის თუ არა ზაფხულის სიცხე ფსიქიკურ დატვირთვას

ზრდის თუ არა ზაფხულის სიცხე ფსიქიკურ დატვირთვას

ცნობილია, რომ ზამთარში, როდესაც დღის ხანგრძლივობა მცირეა, ხოლო გარეთ ყინავს, ადამიანს დეპრესია ეუფლება. მზე და დღის სინათლე მძლავრი ბუნებრივი საშუალებაა, რომელიც გვიცავს მრავალი დაავადებისგან. როგორც ფსიქიატრიის დოქტორი მასიმო დი ჯანანტონიო აღნიშნავს, ზაფხულში დეპრესია, როგორც წესი, არ მწვავდება, ვინაიდან მზის სხივები ასტიმულირებს ორი მნიშვნელოვანი ნეიროჰორმონის, სეროტონინისა და ნორადრენალინის, მეტაბოლიზმს. ისინი იწვევენ დეპრესიის შენელებას. სწორედ ამ მიზეზით ჩრდილოეთ ევროპაში დიდი პოპულარობა მოიპოვა შუქთერაპიამ. მაგრამ საქმე ასე მარტივად როდია.

როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთი ზაფხულის მწველ დღეებშიც განიცდის დისკომფორტს. მათ გამოუვლინდებათ დისფორიის სიმპტომები, კერძოდ, მოწყენილობა, მოღუშულობა და უგუნებობა, რასაც ემატება გაღიზიანებადობა, აგრესიულობა, არცთუ იშვიათად – შიში, განწყობის მკვეთრი ცვლილება და უძილობა. ამდენად, ადამიანთა გარკვეული კატეგორიისთვის ცხელი ამინდი შეიძლება გახდეს მძლავრი სტრესული ფაქტორი, რომელიც იწვევს ზემოთ აღწერილ დარღვევებს, რადგანაც ორგანიზმი მუდმივად დაძაბულია. ის ცდილობს დაიცვას თავი ასეთი ემოციური რეაქციებით. პროფესორის აზრით, ნეგატიური მდგომარეობის მოხსნაში დაგვეხმარება დოზირებული ფიზიკური დატვირთვა, ურთიერთობები და საკუთარი სხეულისადმი ყურადღება, ასევე მნიშვნელოვანია, შევივსოთ სულიერი სიცარიელე. ეს განსაკუთრებით მოზარდებს ეხდება. თავისუფალი დრო უმჯობესია დავუთმოთ მეგობრებს ან რაიმე სასარგებლო საქმეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close