დღის ამბები

ასლახან ტურგაევის გზა ჩეჩნეთიდან საქართველოში

დღევანდელი ჩვენი სტუმარი ჩეჩენი ლტოლვილი ასლახან  ტურგაევია . ის 2004 წელს რუსების მიერ დატყვევებული ბისლანი ტურგაევის ნათესავია.

-ასლახან როდის ჩამოხვედით საქართველოში ?!

-ჩემი ოჯახი ჩეჩნეთის ომს გამოექცა და 2002 წელს ჩვენ საქართველოში ჩამოვედით მე, დედაჩემი და ჩემი უფროსი ორი ძმა, მამაჩემი და ბიძაჩემი ( მამას  უმცროსი ძმა )კი უკვე საქართველოში  იყვნენ. ჩვენ ჩეჩნეთში ვცხოვრობდით. ჩვენ გვდევნიდნენ გვავიწროვებდნენ , დედაჩემს ძალიან ეშინოდა რომ დაგვხოცავდნენ და ამიტომ საქართველოში წამოვედით.  ჩემი ბიძები რუსლან და ბისლან ტურგაევები ცნობილი სამხედრო პირები

ბიძაჩემი რუსლან ტურგაევი 2000 წელს ომში დაიღუპა. ხოლო მეორე ბიძა ბისლან ტურგაევი რომელიც სამხედრო მეთაური იყო 2004 წელს დაატყვევეს რუსებმა. ისინი რუსებს ებრძოდნენ რათა ჩეჩნეთი დაეცვათ.

ომიდან გამოქცევის შემდეგ საქართველოში პანკისი ხეობაში დასახლდა ოჯახი, ბავშობა ჩეჩნეთის შემდეგ უკვე პანკისში გავატარე. თავიდან აქ ყოფნა უსაფრთხო იყო. რადგან რუსული გავლენები 2012 წლამდე პანკისის ხეობაში ნაკლები იყო. 2014 წელს დავქორწილდი პანკისში მცხოვრებ ნატა მარგოშვილზე. ჩვენ გვყავს ორი ვაჟი. საბედნიეროდ 2017 წელს მივიღე საქართველოს მოქალაქეობა და მეგონა რომ საქართველოში ვიცხოვრებდით უსაფრთხოდ კადიროვისა და რუსული გავლენებისგან შორს.

-თქვენ რუსები არ გიყვართ ?

-აბა რატომ უნდა მიყვარდეს ან რუსები ან კადიროვი ? მათ ხომ მე ჩემი სამშობლო და სახლი წამართვეს, თან ლტოლვილად მაქციეს.

-რამდენად უსაფრთხოდ გრძნობთ თავს საქართველოში ?

-სამწუხაროდ ბოლო წლებში ჩვენი ჩეჩენი ლტოლვილების უსაფრთხოება დაცული აღარ არის. გახშირდა მუქარები ჩვენს წინააღმდეგ .

-მუქარებში რა გამოიხატება ?

-რუსეთის სადაზვერვო სამსახურები გააქტიურდნენ პანკისი ხეობაში. გამოჩნდნენ კადიროვის მხარდამჭერი აგენტები რომლებიც ჩვენ როცა გვხვდებიან გვეუბნებიან რომ კადიროვი დაგვსჯის ღალატისათვის

რატომ  ?

– ჩვენი  ბიძებისა და მამების ბრძოლისთვის.

-ასე ღიად გემუქრებიან ?

– კი იყო შემთხვევა როცა მეჩეთში მოვიდნენ რუსული დროშებით რაზეც მე გამოვთქვი უკმაყოფილება. ამიტომ ჩემთვის გაურკვევლია რა უნდა გავაკეთოთ როგორ უნდა დავაღწიოთ მათ თავი ?

-თუ მიგიმართვათ  სამართალდამცველებისთვის საქართველოში ?

-რა თქმა უნდა მათ იციან ყველაფერი, მაგრამ არაფერს არ აკეთებენ მე მრჩება შთაბეჭდილება რომ საქართველოში არ უნდათ ამათ ჩვენი ყოფნა და ჩვენ ამიტომ ვერ ვიგებთ სად წავიდეთ . ჩეჩნეთში ? იქ სიკვდილი გვემუქრება აქ დავრჩეთ ? მაშინ აქ განვიცდით შიშს და შევიწროვებას. იცით ჩვენი  ლტოლვილების ბავშვებს შვილებს სკოლაში ბაღში ექცევიან ძალიან ცუდად. შეურაწმყოველად. პრაქტიკულად ტერორის ქვეშ ვართ .

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close