ეკონომიკა

რამდენი მილიარდის გადასახადები აკრიფა წელს მთავრობამ?

რამდენი მილიარდის გადასახადები აკრიფა წელს მთავრობამ?

ფინანსთა სამინისტრომ 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, წელს მთავრობამ 6.76 მილიარდი ლარის გადასახადები აკრიფა, რაც გეგმის 100.3% იყო.

კონკრეტული გადასახადების მიხედვით, ბიუჯეტის შემოსავლები ასე ნაწილდება:

● დამატებული ღირებულების გადასახადი – 2.75 მილიარდი ლარი, გეგმის 112%;
● საშემოსავლო გადასახადი – 2.25 მილიარდი ლარი, გეგმის 105%;
● მოგების გადასახადი – 1.14 მილიარდი ლარი, გეგმის 124%
● აქციზი – 775 მილიონი ლარი, გეგმის 100%.

ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფომ ჯარიმებიდან და სანქციებიდან 57 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო, რაც გეგმის 119%-ია, ხოლო პრივატიზაციით მობილიზებული თანხა 131.7 მილიონი ლარი, ანუ გეგმის 112% იყო.

ფინანსთა სამინისტროს თანახმად, წელს საგარეო კრედიტებით თანხის მობილიზება დაგეგმილზე ნაკლები იყო და ხელისუფლებამ დაგეგმილი 862 მილიონის ნაცვლად 793 მილიონის მობილიზება მოახდინა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close