დღის ამბები

რა რაოდენობით ახალი ხილი და კენკრა შეიძლება მივირთვათ დღიურად

რა რაოდენობით ახალი ხილი და კენკრა შეიძლება მივირთვათ დღიურად

ჯანმრთელი, ზარდასრული ადამიანისათვის დღიური ნორმა საშუალოდ არის 400 გრამი ხილი და/ან კენკრა.

ადამიანები ხშირად უჩივიან ალერგიულ რეაქციებს წითელი ფერის კენკრის, პირველ რიგში მარწყვის, ხენდროსა და ჟოლოს მიღებისას. ორგანიზმის ეს რეაქცია განპირობებულია წითელ ხილში ჰისტამინის მაღალი შემცველობით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის ქავილი, სიწითლე, გამონაყარი, პირის ღრუში შეშუპება და ქავილი, ასევე გულისრევა, ღებინება დიარეა და მუცლის მიდამოში ტკივილი.

ამასთან შეიძლება განვითარდეს მძიმე ალერგია. კერძოდ, მარწყვზე, ჟოლოზე, ასევე ატამსა და გაგარზე ანალფილაქსიური შოკი. ასეთი ალერგიული რეაქცია ვლინდება ზოგადი სისუსტით, გონების დაკარგვით, კოლაფსით, ბრონქოსპაზმით. ეს არის სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული რეაქცია.

დიეტოლოგები ასევე გვაფრთხილებენ, რომ ზაფხულის ზოგიერთი ხილი შეიძლება ფიგურისათვის საზიანო აღმოჩნდეს. ყოველდღიურ რაციონში დიდი რაოდენობით ხილმა და ხილის ახლადგამოწურულმა წვენმა შეიძლება გამოიწვიოს წონაში მატება.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close