დღის ამბები

მოწოდებით, ,,წაიკითხეთ წიგნებიო,უკეთესად იქნებიო”-2019 წლის 5 თებერვალს , თელავის ისტორიული მუზეუმი უერთდება საერთაშორისო ინიციატივას ,,წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლი დღე”

„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა 31 მილიონამდე აღწევს.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, თელავის ისტორიული მუზეუმში აქტივობებს აანონსებს და 14:00 საათიდან, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს იწვევს.

როგორც მუზეუმში აცხადებენ, მათი დიდი სურვილია ბევრმა ადამიანმა გამოთქვას სურვილი და ერთად შეუერთდნენ ამ არაჩვეულებრივ აქციას, რათა მათი თქმით, კიდევ ერთხელ  ხელი შეეწყოს  წიგნის პოპულარიზაციას.

15:00 საათზე – მკითხველებს შეხვდება და ლიტერატურაზე ისაუბრებს ლაშა ბუღაძე ,,ევროპა – საქართველოს ტრადიციული არჩევანი’’ პროექტის ფარგლებში. ფონდი ღია საზოგადოება–საქართველოს ფინანსური მხარდაჭერით.

იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close