მსოფლიო

Chevron, Google და Sumitomo თერმობირთვული რეაქტორის შექმნაში 250 მლნ დოლარს დებენ

Chevron, Google და Sumitomo თერმობირთვული რეაქტორის შექმნაში 250 მლნ დოლარს დებენ

ამერიკული ნავთობგაზის კომპანია Chevron, ასევე ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Google და იაპონური Sumitomo Corporation-ი, 250 მლნ დოლარს დებენ კალიფორნიაში კვლევით, თერმობირთვულ რეაქტორზე მომუშავე კომპანია TAE Technologies-ში. ამის შესახებ გაზეთი Financial Times-ი წერს.

კომპანია TAE Technologies დაკავებულია ინოვაციური თერმობირთვული სინთეზის ტექნოლოგიით და მიზნად აქვს დასახული სასურველ შედეგს 2030 წლისთვის მიაღწიოს.

„პირველი კომპანია, რომელიც მოიპოვებს წვდომას სუფთა ენერგიაზე, გარკვეულწილად განსაზღვრავს ამ დარგის მომავალს,“ – განაცხადა კალიფორნიული კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელმა ჯიმ მაკნილმა.

Chevron-ის პრეზიდენტის ჯიმ გეიბლის განცხადებით კი, თერმობირთვული ტექნოლოგია პოტენციურად შესაძლოა, გახდეს „საკვანძო ფაქტორი ენერგეტიკულ სტაბილურობაში“.

TAE Technologies-ის მიერ მოზიდულმა ჯამურმა დაფინანსებამ 1,2 მლრდ დოლარი შეადგინა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close