ეკონომიკა

ტკბილი კარტოფილის იმპორტი გაორმაგდა – სად ვყიდულობთ პროდუქტს

ტკბილი კარტოფილის იმპორტი გაორმაგდა - სად ვყიდულობთ პროდუქტს

EastFruit-ის ანალიტიკოსების ცნობით, საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება ტკბილი კარტოფილი, იგივე ბატატი. 2022 წლის თითოეული თვე იმპორტის მხრივ, რეკორდულია. მიუხედავად იმისა, რომ ჯამური რაოდენობა არც ისე დიდია, აღინიშნება ზრდის მკვეთრი ტენდენცია.

გასულ წელს, საქართველომ 54 ტონა ტკბილი კარტოფილი შეიძინა, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კი იმპორტის ოდენობამ უკვე 41 ტონა შეადგინა.

პანდემიის გამო, 2021 წელს მოთხოვნა ბატატზე არც ისე მაღალი იყო, თუმცა ბოლო თვეებია იმპორტი მკვეთრად იზრდება.

2014 წლიდან საქართველო სულ უფრო მეტ ბატატს ყიდულობს. მთელი ამ წლების მანძილზე ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა ჰოლანდიაა. თუკი აღნიშნული დინამიკა შენარჩუნდება, 2022 წელს იმპორტი 100 ტონას გადააჭარბებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close