დღის ამბები

რა სახის დახმარებით სარგებლობა შეუძლიათ, თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებს?

ქვეპროგრამა ითვალისწინებს ონკოლოგიურ (ავთვისებიანი სიმსივნე) პაციენტთა სამედიცინო მომსახურების ან/და მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტებისდაფინანსებას. სარგებლობა შეუძლიათ ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ირიცხებიან თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და მათი მოქმედი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს.
ონკოლოგიური დაავადების მქონე ბენეფიციარები დაფინანსდებიან ლიმიტირებული ტანხის ფარგლებში, რომლის ოდენობა შეადგენს 2000 ლარს, ლიმიტის გამოყენება შესაძლებელია საჭიროებისამებრ წლის განმავლობაში რამოდენიმეჯერ, სხვადასხვა სახის სამედიცინო (სტაციონალური, ოპერაციული ან/და ამბულატორიაული) მომსახურების ან/და მკურნალობისათვის საჭირო მედიკამენტების დასაფინანსებლად.
წარსადგენი დოკუმენტაცია:

ა) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის განცხადება
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
გ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროებიდან გამომდინარე) ;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა)
ე) მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიან ბაზიდან ამონაწერი მოქმედი სარეიტინგო ქულის შესახებ, ან ცნობა ბაზარში რეგიტრაციის არქონის შესახებ;
ზ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნას დამატებითი დოკუმენტაცია;

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close