დღის ამბები

ვის შეუძლია ისარგებლოს თელავის მუნიციპალიტეტში, მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით?

ქვეპროგრამით სარგებლობა შეუძლიათ: სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილია თელავის მუნიციპალიტეტი და მათი მოქმედი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს , თელავუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მარტოხელა მშობლებს, 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, მარჩენალდაკარგულებს, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებს, იძულებით გადაადგილებული პირებს და 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის შედეგად დაზარალებულებს.
როგორც,მუნიციპალიტეტში განმარტავენ: დაფინანსება შესაძლებელია წლის განმავლობაში ერთჯერადად.
დაფინანსების ოდენობა განისაღვრება 300 ლარის ფარგლებში 100%-ით:
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (საჭიროებიდან გამომდინარე) ;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა NIV-100/ა)
ე) მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაცემული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) სოციალურად დაუცველთა ოჯახების ერთიან ბაზიდან ამონაწერი მოქმედი სარეიტინგო ქულის შესახებ, ან ცნობა ბაზარში რეგიტრაციის არქონის შესახებ;
ზ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილი იქნას დამატებითი დოკუმენტაცია;

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close