ეკონომიკა

საქართველოს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი გაეზარდა

საქართველოს საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი გაეზარდა

2022 წლის ივნისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საქართველოს საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი 179.2 მლნ დოლარით გაეზარდა.

კერძოდ, სებ-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, წელს ივნისში უცხოელი მოგზაურებისგან შემოსავალი შეადგენდა 301.7 მლნ დოლარს, მაშინ, როცა ერთი წლის წინ ეს მაჩვენებელი შეადგენდა 122.5 მლნ დოლარს. 2020 წლის ივნისში კი მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 11.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ შარშანდელი ასეთი დაბალი მაჩვენებელი განპირობებულია კორონავირუსის პანდემიით და მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვებით.

რაც შეეხება 2022 წლის გასული თვეების სტატისტიკას, სებ-ის მონაცემებით, მაისში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურობიდან – 258.6 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, აპრილში – 188.6 მლნ, მარტში – 174.5 მლნ დოლარი; თებერვალში – 105.2 მლნ; იანვარში კი – 114 მლნ აშშ დოლარი.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close