მსოფლიო

ბილ გეიტსი პირობას დებს, რომ მსოფლიოს მდიდარი ადამიანების სიიდან ამოვარდება

ბილ გეიტსი პირობას დებს, რომ მსოფლიოს მდიდარი ადამიანების სიიდან ამოვარდება

მილიარდერმა ბილ გეიტსმა პირობა დადო, რომ თავის ქონებას კიდევ დათმობს, რითაც საბოლოოდ “ამოვარდება” მსოფლიოს მდიდარი ადამიანების სიიდან. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, Microsoft-ის დამფუძნებელმა გამოაცხადა, რომ ის 20 მილიარდ დოლარის ქონებას საქველმოქმედო ფონდს შესწირავს.

მსოფლიოს რიგით მეოთხე უმდიდრესმა ადამიანმა თქვა, რომ მას აქვს „ვალდებულება“ დაუბრუნოს თავისი ქონება საზოგადოებას.

ინფორმაციისთვის, გეიტსმა დიდი რაოდენობით სიმდიდრის გაცემის პირობა პირველად 2010 წელს დადო. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ გეიტსის ქონების მოცულობა გაორმაგდა.

Forbes-ის თანახმად, მისი ქონება ამჟამად 118 მილიარდი დოლარია. თუმცა ეს რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდება მიმდინარე თვეში გაწეული ქველმოქმედების შედეგად.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close