დღის ამბები

,,ფრონტერა ისტერნ ჯორჯიას” ყოფილ თანამშრომლებს საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენლები დედოფლისწყაროში შეხვდნენ

 შეხვედრაზე მათი კუთვნილი დავალიენებიბის შესახებ ისაუბრეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. ითქვა, რომ აუცილებელია საზოგადოებას სწორი და მიუკერძოებული ინფორმაცია მიეწოდოს, რისთვისაც კომპანიის უკვე ყოფილი თანამშრომლები პერმანენტულ აქციეს აანონსებენ.

დედოფლისწყაროელებმა კონგრესმენების წერილების შინაარსი გააპროტესტეს, რომელიც ვითომდა კომპანიის საქმიანობის ხელშეშლაზეა საუბარი.

“ვამბობთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ხელს კი არ უშლის ამერიკულ კომპანიების საქართველოში მოღვაწეობას, არამედ პირიქით მაქსიმალურად ეხმარება , რაზეც კომპანიის საქართველოში 1997 წლიდან მათი საქმიანობაც მეტყველებს.”- ამბობენ აქციის მონაწილეები.მოსახლეობის თქმით, სანამ დავალიანებები არ ჩაირიცხება კომპანიას დედოფლისწყაროში ნავთობის მოპოვების და სამუშაოების გაგრძელების უფებას არ მისცემენ.

“ფრონტერას” წინააღმდეგ სახელმწიფოს დავა საერთაშორისო არბიტრაჟში აქვს დაწყებული. კომპანია “ფრონტერას ” 11-თვიანი დავალიანება 84 თანამშრომლის მიმართ ჯამში მილიონამდე ლარი აქვს. ყოფილმა თანამშრომლებმა კუთვნილი დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით კომპანიის წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს უკვე მიმართეს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close