საზოგადოება

„ მიწისძვრის დროს შენობიდან გარეთ გამოსვლა ეს პირველი ინსტინქტია, მაგრამ აბსოლუტურად არასწორი ქცევაა, ჯობს, დავრჩეთ იქ, სადაც ვართ“

„ მიწისძვრის დროს შენობიდან გარეთ გამოსვლა ეს პირველი ინსტინქტია, მაგრამ აბსოლუტურად არასწორი ქცევაა, ჯობს, დავრჩეთ იქ, სადაც ვართ“

მიწისძვრის დროს შენობიდან გარეთ გამოსვლა ეს პირველი ინსტინქტია, მაგრამ აბსოლუტურად არასწორი ქცევაა, – ამის შესახებ  დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა სუხიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში ჯობია, დავრჩეთ იქ, სადაც ვართ.

„როგორც ჩანს, ახლა საქმე ტექტონიკურ მიწისძვრასთან გვაქვს. კარგი ისაა, რომ დასახლებული ტერიტორიიდან შორსაა. კი ვამბობთ, რომ სოფელ სამებასთან და ქალაქ დმანისთან ფიქსირდება, თუმცა მაინც დმანისიდან მოშორებითაა და სოფელი სამება არ არის მჭიდროდ განაშენიანებული და მაღალი კორპუსებით წარმოდგენილი ტერიტორია. ამდენად, მიწისძვრის ეპიცენტრი შედარებით უსაფრთხო ადგილასაა.

მიწისძვრის დროს შენობიდან გარეთ გამოსვლა ეს პირველი ინსტინქტია, მაგრამ აბსოლუტურად არასწორი ქცევაა, რადგან ის ზონა, რომელიც ადამიანმა უნდა გაიაროს შენობიდან გარეთ გამოსასვლელად, ყველაზე საფრთხის შემცველია. ამდენად, ჯობს, დავრჩეთ იქ, სადაც ვართ“, – განაცხადა სუხიშვილმა.

საქართველოში მიწისქვეშა ბიძგები დღეს რამდენჯერმე დაფიქსირიდა. სეისმური მონიტროინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით სამ მაგნიტუდაზე მეტი სიმძლავრის ბიძგები ექვსჯერ განმეორდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close