დღის ამბები

აქცია იყო ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანთლისყურში

20-მდე ადგილობრივმა კერძო პირზე ყოფილი საძოვრების ტერიტორიის გასხვისება გააპროტესტა

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებიდა სავარაუდოდ, “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებულმა პირებმა უკანონოდ მიითვისეს, თუმცა კონკრეტულად ვინ ამ საკითხზე მოსახლეობა არ საუბრობს.

ადგილობრივების თქმით, აღნიშნული ნაკვეთიდან აღებული პროდუქტი მათი ძირითადი შემოსავლის წყაროა და ამიტომ , მათთვის ტერიტორიის გასხვისება მიუღებელია.

მოსახლეობამ მიმდებარე ტერიტორიაზე 24- საათიანი მორიგეობა დააწესა. შეკრებილები ამბობენ , რომ მეპატრონეს ნაკვეთის დამუშავების საშუალებას არ მისცემენ.

სადაო ტერიტორიის შესახებ ინფორმაცია აქვს ყვარლის მერს. როსტომ სესიაშვილი ამბობს, რომ დეტალებში რამდენიმე დღეში გაერკვევა და ოფიციალურ განცხადებას ამის შემდეგ გააკეთებს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close