ეკონომიკა

ივნისში საქართველოს 185.5%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია

ივნისში საქართველოს 185.5%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაური ეწვია

მიმდინარე წლის ივნისში საქართველოში 445 894 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა და ზრდა 2021 წლის ივნისთან შედარებით 185.5%-ია. ამის შესახებ ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ 2022 წლის 6 თვეში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1 209 272 შეადგინა, რაც 186.3%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close