საზოგადოება

იმპორტირებული საზამთროს ნიმუშებში დასაშვებ ნორმაზე მეტი ნიტრატების შემცველობა გამოვლინდა

იმპორტირებული საზამთროს ნიმუშებში დასაშვებ ნორმაზე მეტი ნიტრატების შემცველობა გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზარზე განთავსებულ საზამთროს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს. სააგენტოს ინსპექტორებმა, საბითუმო და სავაჭრო ობიექტებიდან იმპორტირებული საზამთროს ნიმუშები აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კვლევის შედეგებით, აღებული 12 ნიმუშიდან, ყველა მათგანში ნიტრატების ნორმა დასაშვებ ზღვარს აღემატება.

დარღვევებთან დაკავშირებით სააგენტომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები განახორციელა. ბიზნესოპერატორს დაევალა სურსათის განთავსების აღკვეთა/ამოღება/განადგურება.

სააგენტო განაგრძობს ბაზარზე განთავსებული საზამთროს ნიმუშების აღებასა და კვლევას.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close