საზოგადოება

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

დღეიდან საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. ტრადიციულად საგამოცდო პროცესი ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაიხსნა.

ქვეყნის მასშტაბით გახსნილ 22 საგამოცდო ცენტრში, გამოცდა ერთსაათიანი სარეგისტრაციო პროცედურის დასრულების შემდეგ, 09:00 საათზე დაიწყო. რეგისტრაციაზე დაგვიანების შემთხვევაში აპლიკანტები გამოცდაზე არ დაიშვებიან.

წელს დარეგისტრირებულია 90 000-მდე აპლიკანტი, რაც უპრეცედენტო რაოდენობაა. მათ შორის არიან აბიტურიენტები, მაგისტრობის მსურველები, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე და პედაგოგების გამოცდაზე გამსვლელები. წელს, პანდემიის პირობებში პირველად, პროცესი რეგულაციების გარეშე ჩაივლის, თუმცა სურვილის შემთხვევაში პირბადის ტარება შესაძლებელია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close