საზოგადოება

რა არის COVID-19-ით გამოწვეული გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითების მიზეზი

რა არის COVID-19-ით გამოწვეული გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითების მიზეზი

ავსტრალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს COVID-19-ის ხანგრძლივი მიმდინარეობისას, ნევროლოგიური მდგომარეობის, ე.წ. ტვინის ბურუსის, მიზეზი.

მეცნიერებმა გამოავლინეს კორონავირუსული ინფექციის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების ეფექტებსა და ნეიროდეგენრაციული დაავადებების ადრეულ სტადიებს შორის მსგავსება. გახანგრძლივებული COVID-19-თან დაკავშირებული სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს ტვინში ტოქსიკური ამილოიდური გროვებით, რომელიც წარმოიქმნება კორონავირუსის ORF6 და ORF10 ცილის ფრაგმენტებით.

სრულიად შესაძლებელია, რომ ამილოიდური ფოლაქები იყოს COVID-19-ით დასნებოვნებული პაციენტის ცნს-ში. ამილოიდების მდგრადი სტრუქტურა განაპირობებს მათ მუდმივ არსებობას ცნს-ში დასნებოვნების შემდეგ, რაც ნაწილობრივ ხსნის COVID-19-ის დროს მდგრად ნევროლოგიურ სიმპტომებს. ეს გროვები დემენციის გამომწვევების მსგავსია, თუმცა მეცნიერების განმარტებით, ჯერჯერობით ნათელი არაა იწვევენ თუ არა ისინი ტვინის ნელა პროგრესირებად დაზიანებას.

თუ შემდგომი კვლევებით დადასტურდება, რომ ამილოიდის დაგროვება ხელს უწყობს ხანგრძლივ COVID-19-ს, მაშინ ალცჰაიმერისა და პარკინსონის დაავადებების სამკურნალო საშუალებები შესაძლებელია გამოყენებული იქნას ნევროლოგიური სიმპტომების სამკურნალოდ.

გახანგრძლივებული COVID-19-ს ახასიათებს ნევროლოგიური სიმპტომები, როგორიცაა მეხსიერების, აზროვნების უნარის დაქვეითება, ძლიერი თავის ტკივილი და შემთხვევათა 30%-ში ინსულტიც კი. აღნიშნული მდგომარეობა შეიძლება ინფექციისგან განკურნებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში შენარჩუნდეს. თუმცა არსებობს იმის მტკიცებულება, რომ ვირუსმა შეიძლება შეაღწიოს ინფიცირებული ადამიანის ტვინში. ამ ნევროლოგიური სიმპტომების გამომწვევი ზუსტი მიზეზები უცნობია.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close