ეკონომიკა

სომხეთი, უზბეკეთი, ირანი – სად და რა რაოდენობის ყურძენს ყიდულობს საქართველო

სომხეთი, უზბეკეთი, ირანი - სად და რა რაოდენობის ყურძენს ყიდულობს საქართველო

2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოში 1,576 ტონა 1.7 მლნ დოლარის ღირებულების ყურძენი შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 267 ტონით მეტია. 2021 წელის 5 თვეში საქართველომ 1,309 ტონა 1.4 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქტი შეიძინა.

გთავაზობთ ქვეყნების ჩამონათვალს, სადაც საქართველომ 2022 წელს ყურძენი იყიდა:

სომხეთი – 674.5 ათასი დოლარი (832.5 ტონა)

უზბეკეთი – 727.9 ათასი დოლარი (487.6 ტონა)

ირანი – 181.9 ათასი დოლარი (118.1 ტონა)

ნიდერლანდები – 112.4 ათასი დოლარი (37.4 ტონა)

თურქეთი – 92.3 ათასი აშშ დოლარის 97.9 ტონა

ესპანეთი – 5.4 ათასი აშშ დოლარის 2 ტონა

ასევე მცირე რაოდენობით, (ტონაზე ნაკლები) ყურძენი საქართველომ შეიძინა: პოლონეთში, ლიეტუვაში, ისრაელში და გერმანიაში.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close