ეკონომიკა

წელს ღვინის ექსპორტი სტაბილურობას შეინარჩუნებს – ღვინის ეროვნული სააგენტო

წელს ღვინის ექსპორტი სტაბილურობას შეინარჩუნებს - ღვინის ეროვნული სააგენტო

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ლევან მეხუზლას განცხადებით,  მიმდინარე წელს ღვინის ექსპორტი სტაბიურობას შეინარჩუნებს. როგორც მან  განაცახადა, მოსალოდნელია, რომ წელს ექსპორტის მაჩვენებელი 2021 წლის დონეზე იქნება, ან შედარებით ნეგატიური სცენარის პირობებში მცირედით დაიკლებს.

“მე ვფიქრობ, რომ ღვინის ექსპორტის მიმართულებით მიმდინარე წელს სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნდება. ამ შემთხვევაში ვგულისხმობს იმას, რომ მიმდინარე წელს ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი ან 2021 წლის მაჩვენებლის დონეზე იქნება, ან მცირე მოცულობით შემცირდება. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ უშუალოდ ღვინოზე, თუმცა მეორეს მხრივ სავალალოა მდგომარეობა ყურძნისეულ სპირტთან დაკავშირებით. ჩვენ არასდროს განვიხილავდით სპირტიან სასმელს როგორც სტრატეგიულ პროდუქტად, განსხვავებით ღვინისგან. შესაბამისად, ეს მიმართულება არადივერსიფიცირებული იყო და ძირითადად უკრაინასა და რუსეთში გადიოდა. ომის ფონზე კი ცხადია, რომ ამ საქონლის ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირებულია“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ.

ცნობისათვის, 2022 წლის 5 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 27,141 ტონა 79,8 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით 3.7%-ით ნაკლებია. 2021 წელს, საქართველომ ექსპორტზე 82,8 მლნ დოლარის 27,416 ტონა ყურძნის ნატურალური ღვინო გაყიდა.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close