დღის ამბები

“ტრუფელის ფასი 5000 ევრომდეა” – რას ამბობს გიორგი სულამანიძე სოკოს უიშვიათეს სახეობაზე, რომელიც ლაგოდეხში აღმოაჩინეს

"ტრუფელის ფასი 5000 ევრომდეა" - რას ამბობს გიორგი სულამანიძე სოკოს უიშვიათეს სახეობაზე, რომელიც ლაგოდეხში აღმოაჩინეს

ლა­გო­დე­ხის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სო­კოს უიშ­ვი­ა­თე­სი სა­ხე­ო­ბა ზა­ფხუ­ლის ტრუ­ფე­ლი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. სოკო ტყე­ში ლა­გო­დე­ხის და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა, გი­ორ­გი სუ­ლა­მა­ნი­ძემ იპო­ვა.  რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, სო­კოს ეს იშ­ვი­ა­თი სა­ხე­ო­ბა გე­მო­სა და სურ­ნე­ლის გარ­და, სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბი­თაც არის და­ჯილ­დო­ვე­ბუ­ლი

გი­ორ­გი სუ­ლა­მა­ნი­ძე:

– და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ვფიქ­რობთ, რომ აქამ­დე გა­რე­უ­ლი ღო­რე­ბი გვას­წრებ­დნენ სო­კოს ამ სა­ხე­ო­ბის პოვ­ნას, რად­გან იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც ვფიქ­რობ­დით, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია სოკო ყო­ფი­ლი­ყო ყო­ველ­თვის გვხვდე­ბო­და ნა­ჩიჩ­ქნე­ბი. დიდი ხანი ვცდი­ლობ­დით რომ გვე­პო­ვა, მი­კო­ლო­გე­ბი გა­მოთ­ქვამ­დნენ ვა­რა­უდს რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ტრუ­ფე­ლის რამ­დე­ნი­მე სა­ხე­ო­ბა არ­სე­ბობ­და. გუ­შინ გაგ­ვი­მარ­თლა და ტყე­ში ექ­ვსი ტრუ­ფე­ლი ვი­პო­ვეთ. უფრო მე­ტის მო­ძებ­ნა­საც შევ­ძლებ­დით, მაგ­რამ ეს რა­ო­დე­ნო­ბა საკ­მა­რი­სი იყო, რომ სა­ხე­ო­ბა დაგ­ვედ­გი­ნა და სუ­რა­თე­ბი გა­დაგ­ვე­ღო.

 

– რა არის სო­კოს ამ სა­ხე­ო­ბის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბა?

– ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი დე­და­მი­წა­ზე რაც არ­სე­ბობს, ზამ­თრის ტრუ­ფე­ლია. ის ძი­რი­თა­დად აუქ­ცი­ონ­ზე გა­აქვთ ხოლ­მე და მისი ფასი სი­დი­დის მი­ხედ­ვით იც­ვლე­ბა, 2000-5000 ევ­რომ­დე ღირს. ასე­ვე ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია თეთ­რი ტრუ­ფე­ლი. ჩვენ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ზა­ფხუ­ლის შავი ტრი­უ­ფე­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი კი­ლოგ­რა­მის ფასი და­ახ­ლო­ე­ბით 500 ლა­რია. ზოგ შემ­თხვე­ვა­ში 1 გრ. 2 ლარი ღირს…

– რა თვი­სე­ბე­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია სო­კოს ეს სა­ხე­ო­ბა, რაც მის ფას­სა და იშ­ვი­ა­თო­ბას გან­სა­ზღვრავს?

– ტრუ­ფელ­ზე ლე­გენ­დე­ბი არ­სე­ბობს, გარ­და იმი­სა, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გემო და სურ­ნე­ლი აქვს, მას სუ­ნე­ლის სა­ხით იყე­ნე­ბენ სა­ლა­თებ­ში, გარ­კვე­ულ კერ­ძებ­ში, ახე­ხა­ვენ ხოლ­მე. გარ­და ამი­სა, შე­ი­ცავს აქ­ტი­ურ ნივ­თი­რე­ბებს, ლე­გენ­დე­ბი და­დის, რომ ეს უკავ­შირ­დე­ბა პო­ტენ­ცი­ას. ზე­ი­თუ­ნის ზეთ­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ასე­ვე. მო­ლო­დი­ნე­ბი ძა­ლი­ან დი­დია, მაგ­რამ ეს კი­დევ ბევ­რი დე­ტა­ლია, რო­მე­ლიც ჩვე­ნი კულ­ტუ­რის­თვის უცხოა.

– ხე­ლოვ­ნუ­რად თუ არის მისი მოყ­ვა­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლი?

– ჩი­ნე­ლებს მო­ყავთ, მაგ­რამ იტა­ლი­უ­რი და ფრან­გუ­ლის ტრუ­ფე­ლის მოყ­ვა­ნა არ გა­მო­ვი­და. ეს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი­აო ტყეს­თან და აუ­ცი­ლებ­ლად იქ უნდა მო­დი­ო­დეს.

– შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბი რა იქ­ნე­ბა?

– და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ებს თა­ვი­სი წე­სე­ბი აქვს, ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის კონ­სერ­ვა­ცი­ას ას­რუ­ლებს და რაც უფრო მეტი სა­ხე­ო­ბა იქ­ნე­ბა მისი ქოლ­გის ქვეშ, ეს მის ღი­რე­ბუ­ლე­ბას უს­ვამს ხაზს. წელს 110 წელი შეს­რულ­და რაც ლა­გო­დე­ხის ნაკ­რძა­ლი შე­იქ­მნა. ყო­ვე­ლი ახა­ლი სა­ხე­ო­ბის აღ­მო­ჩე­ნა ჩვენ­თვის კი­დევ ერთი ახა­ლი სა­ი­დუმ­ლო.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close