დღის ამბები

ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიები, რომელთა შესახებაც ალბათ ამდრომდე არაფერი გსმენიათ

ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიები, რომელთა შესახებაც ალბათ ამდრომდე არაფერი გსმენიათ

იცოდით რომ არსებობს პროფესია ეთიკური ჰაკერი, რომელთა წარმომადგენლებიც წელიწადში 80 000 დოლარის ოდენობის ხელფასს იღებენ? ალბათ არა. ეთიკური ჰაკერის გარდა, არსებობს კიდევ 10-მდე პროფესიის ადამიანები, რომლებიც საკმაოდ მაღალ ანაზღაურებას იღებენ და რომელთა საქმიანობა ნაკლებად ცნობილია. Business Insider-ზე დაყრდნობით გთავაზობთ 9 მათგანს:

ჰიდროლოგი

ჰიდროლოგი ჰიდროლოგიის სპეციალისტია, იგი შეისწავლის ბუნებრივი წყლების დინამიკას და გეოგრაფიულ გარემოსთან მის ურთიერთდამოკიდებულებას. ისინი თავიანთ ცოდნას წყლის ხარისხის და წყალზე ხელმისაწვდომობის პრობლემის გადაჭრაში იყენებენ.

ჰიდროლოგების წლიური საშუალო ხელფასი $79,990-ია.

გენეტიკური მრჩეველი

გენეტიკური მრჩეველი სამედიცინო სფეროში საქმიანობს, იგი პაციენტებს აწვდის ინფორმაციას მემკვიდრეობით მიღებული დაავადებების რისკების შესახებ.

გენეტიკური მრჩეველის საშუალო წლიური ანაზღაურება $77,480-ია. როგორც “ბიზნეს ინსაიდერი” წერს, ამ პროფესიის პერსპექტივა 2026 წლისთვის კიდევ უფრო გაიზრდება.

ეთიკური ჰაკერი

ეთიკურ ჰაკერებს საინფორმაციო ტექნოლოგიების უსაფრთხოების ანალიტიკოსსაც უწოდებენ. ისინი ორგანიზაციებს ეხმარებიან კომპიუტერულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებაში.

მათი საშუალო წლიური ანაზღაურება $80,230-ია.

ოპერაციების კვლევის ანალიტიკოსი

ოპერაციების კვლევის ანალიტიკოსი კომპანებს ეხმარება შეისწავლონ სირთულეები, მოახდინონ მათი იდენტიფიცირება, გადაჭრან პრობლემები და მიიღონ უკეთესი გადაწყვეტილებები.

მათი საშუალო წლიური ანაზღაურება 2017 წლის მონაცემებით, $81,390 იყო, ამ საქმიანობის პერსპექტივაც იზრდება წლების განმავლობაში.

კომპანიების ფსიქოლოგი

კომპანიების ფსიქოლოგი ცდილობს კომპანიებს პრობლემების გადაჭრაში დაეხმაროს. ისინი ატრენინგებენ თანამშრომლებს, ადგენენ კომპანიების გადარჩენის გეგმებს და მუშაობენ ორგანიზაციების განვითარებაზე.

მათი საშუალო წლიური ანაზღაურება 2016 წელს $82,760 იყო, წელს კი US News-ის ცნობით, იგი რიგით მესამე საუკეთესო სამეცნიერო საქმიანობაა ამერიკაში.

ენდოტომიური თერაპევტი

ენდოტომიური თერაპევტი არის იგივე ექთანი, რომელიც ეხმარება პაციენტებს, რომლებსაც ესაჭიროებათ ან უკვე გაიკეთეს ენტეროსტომია (ნაწლავის ოპერაცია).

რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ამ პროფესიის ადამიანებს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ანაზღაურება აქვთ. ისინი წლიურად საშუალოდ $86,265 იღებენ.

მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორი

მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორები, როგორც წესი, მუშაობენ კომპიუტერულ დიზაინერულ კომპანიებში ან ისეთ მსხვილ ორგანიზაციებში, რომელთაც დიდ მონაცემთა ბაზებთან აქვთ შეხება.

მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორები ინახავენ, ახარისხებენ ისეთ მონაცემებს, როგორიცაა მაგალითად ფინანსური ინფორმაცია.

ისინი წლიურად საშუალოდ 87,020 დოლარის ოდენობის ანაზღაურებას იღებენ.

ვეტერინარი აკუპუნქტურისტი

აკუპუნქტურა არის ალტერნატიული მედიცინის სახეობა, რომლის დროსაც სამკურნალოდ იყენებენ სპეციალურ ნემსებს, რომლებიც სხეულის ზედაპირზე შეჰყავთ. ვეტერინარი აკუპუნქტურისტი კი მუშაობს ცხოველებზე.

მისი წლიური საშუალო ანაზღაურება $90,420-ია.

ფენგ შუის კონსულტანტები ცნობილი ადამიანებისთვის

ფენგ შუი უძველესი ჩინური სწავლებაა, რომელსაც 3000 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი. იგი არის ფსევდომეცნიერება იმის შესახებ, თუ როგორ გამოვიყენოთ ენერგიის წყაროები გარემოში ადამიანის ჰარმონიზებისთვის. ფენგ შუის კონსულტანტები დაინტერესებული ადამიანის სახლში აკეთებენ გადაადგილებებს, აძლევენ მათ რჩევებს, თუ სად ჯობია კარის გაკეთება, სად ფანჯრის ჩასმა და სად არის ენერგიის წყაროები, იმისათვის რომ თავი კარგად იგრძნონ სახლში ყოფნისას.

ცნობილი ადამიანებისთვის შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ წლიურად ფენგ შუის კონსულტანტები 250 000 დოლარსაც იღებენ.

ცნობისთვის, მადონა და გვინეტ პელტროუ ფენგ შუის დიდი თაყვანისმცემლები არიან.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close